+995 593 00 17 72 rurcom@gmail.com
+995 593 00 17 72 rurcom@gmail.com

მედეგობის გაძლიერება – ეკომიგრანტების და პოტენციური ეკომიგრანტების კლიმატის ცვლილებისადმი საადაპტაციო შესაძლებლობების გაზრდა

პროექტის „მედეგობის გაძლიერება – ეკომიგრანტების და პოტენციური ეკომიგრანტების კლიმატის ცვლილებისადმი საადაპტაციო შესაძლებლობების გაზრდა“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ეკლესიის მსოფლიო სამსახურის (CWS) მიერ, სოფლათ თემთა განვითარების სააგენტომ (RCDA), წალკის მუნიციპალიტეტის კავთის თემში და ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში ჩამოაყალიბა ორი სადემონსტრაციო მწვანე, დაბალ ემისიური სამოდელო ფერმერული მეურნეობა, რომელიც აღჭურვილია – საკომპოსტე ურნით, ცხოველური ნარჩენების პლატფორმით (animal manure platform), ნარჩენების სეპარაციის დანადგარით, მზის წყლის გამაცხელებლით, ბრიკეტირების დანადგარით, ენერგო ეფექტური ღუმელებით, ხილისა და ბოსტნეულის მზის საშრობით, სახლის მზის გათბობის სისტემებით (თერმოსიფონები), ნაწვიმარი წყლის შეგროვების სისტემით, ნახმარი/ნარჩენი წყლის ფილტრით, სასმელი წყლის ფილტრით, წვეთოვანი მორწყვის სისტემით, რომელიც დაკავშირებულია ნაწვიმარი წყლის შეგროვების სისტემასთან.
გარდა ამისა ბენეფიციარებს დაუმონტაჟდათ მზის წყლის გამაცხელებლები, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს (RCDA) მიერ მხარდაჭერილი მცირე ბიზნეს ჯგუფების მიერ უზრუნველყოფილ იქნა ხილის, და ბოსტნეულის მზის საშრობების დამონტაჟება. მზის საშრობები წარმოადგენს შემოსავლის გენერირების კარგ შესაძლებლობას ქალებისათვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და პროექტის მონაწილეებს გადაეცათ ენერგო ეფექტური ღუმელები, რომელიც 60% ნაკლებ ბიომასას მოიხმარენ.
პროექტის „მედეგობის გაძლიერება – ეკომიგრანტების და პოტენციური ეკომიგრანტების კლიმატის ცვლილებისადმი საადაპტაციო შესაძლებლობების გაზრდა“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ეკლესიის მსოფლიო სამსახურის (CWS) მიერ, სოფლათ თემთა განვითარების სააგენტომ (RCDA) მოამზადა დოკუმენტური ფილმი მდგრადობის ხელშეწყობა – ეკოლოგიური მიგრაციის მართვა