უსაფრთხო წყალი და სუფთა ენერგია მედეგი საარსებო წყაროსთვის

სოფლად თემთა განვითარების სააგენტომ (RCDA), ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) #EU4Dialogue პროექტის ფარგლებში, დაიწყო პროექტის „უსაფრთხო წყალი და სუფთა ენერგია მედეგი საარსებო წყაროსთვის“ განხორციელება. 2023 წლის 17 აგვისტოს სოფელ თორსაში ჩატარდა  ცნობიერების ამაღლების სემინარი  ადგილობრივი ხელისუფლების, მცირე ბიზნესის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით. სემინარს დაესწრო 25 მონაწილე. ექსპერტების მიერ წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები განახლებადი ენერგიისა და სუფთა სასმელი წყლის გამოყენების შესაძლებლობების შესახებ.