ეროვნული კონსულტაცია კლიმატის, უფლებებისა და გადაადგილების შესახებ: ეკომიგრაცია, რომელიც აკმაყოფილებს კლიმატის ზემოქმედების ქვეშ მყოფი თემების საჭიროებებს საქართველოში-ხულოს მუნივიპალიტეტი

პროექტის  „ეროვნული კონსულტაცია კლიმატის, უფლებებისა და გადაადგილების შესახებ: ეკომიგრაცია, რომელიც აკმაყოფილებს კლიმატის ზემოქმედების ქვეშ მყოფი თემების საჭიროებებს საქართველოში“ ფარგლებში, 2023 წლის 29 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტების მერიის  და საკრებულოს წარმომადგენლები, ამავე მუნიციპალიტეტებში განსახლებული ეკომიგრანტები, დაინტერესებული მხარეები, მკვლევართა ჯგუფი და ექსპერტები. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ პროექტს და ჩატარებული კვლევის შედეგებს, რის შემდეგაც ჩაერთნენ დისკუსიაში, ისაუბრეს მათ გამოცდილებაზე და გამოთქვეს მოსაზრებები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება საბოლოო დოკუმენტში.

პროექტი ხორციელდება სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს (RCDA), ფრიდრიხ ებერტის ფონდის (Friedrich Ebert Shifting) და მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს (CWS) თანამშრომლობით.