ტრეინინგი სათემო ადრეული გაფრთხილების სისტემების შესახებ ღორჯომის თემში

პროექტის „ეკოლოგიური მიგრანტების და პოტენციური ეკოლოგიური მიგრანტების კლიმატ მედეგი საცხოვრისის გაძლიერება“-ს ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ ღორჯომში ჩატარდა ტრეინინგი თემაზე „სათემო ადრეული გაფრთხილების სისტემების“ შესახებ. განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ადრეული გაფრთხილების სისტემების მნიშვნელობის შესახებ კატასტროფების მართვის დროს; თემების თანამონაწილეობა ადრეული გაფრთხილების სისტემებში; მოწყვლადობისა და რისკის შეფასების კომპონენტები; თემზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვის გამოწვევები და შესაძლებლობები; თანამედროვე ტექნოლოგია და ადრეული გაფრთხილების სისტემები. პროექტი ხორციელდება მსოფლიოს ეკლესიათა საბჭოთან თანამშრომლობით.