ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის თემში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

სოფლად თემთა განვითრების სააგენტომ (RCDA) სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერით, დაიწყო პროექტის „ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის თემში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია“ განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს პირველი მაისის თემში სოფელ ბულიწყუში 49 კომლისთვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდებას.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა წყლის ანალიზი, მოეწყო პლატფორმა წყალმომარაგების კოშკისთვის და სათავო ნაგებობისთვის, ჩამოყალიბდა წყლის კომიტეტი, კომიტეტის წევრებისათვის ჩატარდა ტრეინინგი სასმელი წყლის სისტმების მართვაზე. განხორციელებული საქმიანობები უზრუნველყოფენ ადგილობრივი მოსახლეობის საიმედო და მდგრადი უსაფრთხო სასმელი წყლით უზრუნველყოფას. ორგანიზაციის ძალისხმევა მიმართულია უსაფრთხო სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, ხობის მუნიციპალიტეტის სხვა თემებშიც.