
პროექტის „ეკოლოგიური მიგრანტების და პოტენციური ეკოლოგიური მიგრანტების კლიმატ მედეგი საცხოვრისის გაძლიერება“-ს ფარგლებში მიმდინარე წლის 6-7 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში ჩატარდა სემინარი სოფლად შეგროვების და გასესხების ჯგუფის (VS&LA) ფუნქციონირების პრინციპების შესახებ. შეგროვების და გასესხების ჯგუფში ამჟამად ჩართულია სოფელში მცხოვრები 17 ქალი. ჯგუფის მიზანია ფინანსური სახსრების დაგროვება და სესხების გაცემა სოფლად მცხოვრები პირებზე . რომელთაც არ მიუწვდებათ ხელი ოფიციალურ ფინანსურ რესურსებზე.
ასეთი ჯგუფის ფუნქციონირება სოფლად ხელს შუუწყობს სიღარიბის დაძლევას და კლიმატის ცვლილებების და სტიქიური მოვლენებისადმი სოფლის მოსახლეობას ადაპტირებას, განახალებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენებით.
სურათები