მდგრადი და მედეგი საცხოვრისი მოდელის განვითარება განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობით

სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს (RCDA)  მიერ 2022 წლის 18 თებერვალს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში ჩაატარდა სემინარი „განახლებად ენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიების მოთხოვნილების დადგენის“ შესახებ. სემინარის ფარგლებში განხილული იქნა ის ტექნოლოგიები  რომლებიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების შერბილებას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას, მოსახლეობის ენერგოსიღარიბის დაძლევას და ბუნებრივი კატასტროფებისადმი მედეგობის ზრდას.