არასამთავრობო ორგანიზაცია სოფლად თემთა განვითარების სააგენტო დაფუძნდა 1997 წელს მცირე ფერმერების ჯგუფის, ფერმერთა საკრედიტო კავშირების, კოოპერატივების, თემზე დაფუძნებული ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ორგანიზაციის წევრები არიან 1200 ფიზიკური პირი და 74 იურიდიული პირი.
სოფლად თემთა განვითარების სააგენტო ახორციელებს მის საქმიანობას სხვადასხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, რომლებიც საქართველოს სასოფლო-სამურნეო რეგიონებში საქმიანობენ. ძირითადი ინსტიტუციური პარტნიორები: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს მწვანეების მოძრაობა, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის აგრარული უნივერსიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, საქართველოს მთის ფედერაცია (GMF), საქართველოს ეკოლოგიურ ფერმერთა ასოციაცია (SEMA), ფერმერთა მომსახურების ცენტრი (FSC).
სოფლად თემთა განვითარების სააგენტო მუდმივი შტატი შედგება 9 თანამშრომლისგან. ექსპერტები სასოფლო-სამეურნეო ფერმეულ სისტემაში, დაგეგვმა და მართვა, ეკოსანიტარია და წყალი, სოციალური მუშაკი, მარკეტინგის ექსპერტი, გარემოს დაცვის ექსპერტი, ექსპერტები განახლებადი ენერგიის დარგში.
სოფლად თემთა განვითარების სააგენტო ახორციელებს საქმიანობას დამხმარე ოფისებისა და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა და ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო-სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში.
2008 წლის იანვრიდან WECF-თან თანამშრომლობით ELA პროგრამის (გაძლიერება და ადგილობრივი მოქმედება) ფარგელებში სააგენტო ანხორციელებს პროექტს რომლის ძირითადი კომპონენტებია:
- ეკოლოგიური სანიტარია
- წყალი
- განახლებადი ენერგია
- მდგრადი სოფლის მეურნეობა
- უნარ-ჩვევების ამაღლება
- დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება