+995 593 00 17 72 rurcom@gmail.com
+995 593 00 17 72 rurcom@gmail.com

ღარიბი თემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა უსაფრთხო სანიტარიაში UDDT-ის გაზრდის გზით საქართველოში

პროექტის მიზანი იყო სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის 3 თემის ღარიბი სოფლის მოსახლეობის წყლის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება.  პროექტმა დააჩქარა პროგრესი სანიტარული და ჰიგიენის ხელშეწყობის კუთხით და გააუმჯობესა ადამიანების ცხოვრების ხარისხი. პოლიტიკის დიალოგის აქტივობების მეშვეობით პროექტმა გააძლიერა პოლიტიკური ნების გამომუშავება უკეთესი სანიტარული პირობებისკენ და წაახალისა რეგიონალური და ეროვნული მთავრობები, რათა შეემუშავებინათ მომავალი სანიტარული სტრატეგია რეგიონში და ქვეყანაში.

შედეგად, ბენეფიციარებს აქვთ წვდომა სუფთა წყალზე, გაიზარდა ინფორმირებულობა ჯანმრთელობისა და უსაფრთხო სანიტარული მიდგომების შესახებ და მიიღეს ინფორმაცია ენერგიის ეფექტური წყაროების, ორგანული სასუქების და ბუნებრივი კატასტროფებისგან ნაკლები რისკის მიღების შესახებ.

მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეების მაღალი ჩართულობით, მოხერხდა 7 შშმ ბავშვიანი ოჯახისთვის სანიტარული პირობების გაუმჯობესება, 55 ბაღის აღსაზრდელმა მიიღო წვდომა უსაფრთხო სანიტარულ საშუალებებზე, 10 ოჯახმა ააშენა მშრალი ტიპის ეკო ტვალეტი. 15000 მეტმა მოქალაქემ სოფლად და პერიფერიულ რაიონებში მიიღო ინფორმაცია მდგრადი სანიტარული პირობებისა და UDDT პროდუქტების სოფლის მეურნეობაში გამოყენების შესახებ.

მშრალი ტიპის ეკოტუალეტები პრინციპები, მოხმარება და მშენებლობა
უსაფრთხო სასმელი წყალი