სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს(RCDA ) და ქალები ევროპაში საერთო მომავლისთვის (WECF) თანამშრომლობით განახორციელდა პროექტი „ჩამდინარე წყლების მართვა გლობალური პარტნიორობის მეშვეობით – შავი ზღვის დაბინძურების შემცირება საქართველოს სოფლებში ჩამდინარე წყლებისა და საკვები ნივთიერებების მდგრადი მართვის დანერგვით“.
პროექტი ეხებოდა წყლის დაბინძურების პრობლემას, რომელიც გამოწვეული იყო ფართოდ გამოყენებული ორმო საპირფარეშოებით, წყლის რესურსების ცუდი მენეჯმენტით, ცხოველების უკონტროლო ძოვებით, ქიმიური სასუქების ინტენსიური გამოყენებით, ნარჩენების ღია და სახიფათო განკარგვით, მათ შორის ცხოველური ნარჩენებით.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგად საზოგადოებამ მიიღო საბაზისო ცოდნა ეკოლოგიური და ხელმისაწვდომი სანიტარული სისტემის წარმატებული დაგეგმვისა და განხორციელებისთვის, ასევე მიიღეს შესაბამისი ცოდნა და მხარდაჭერა თემზე დაფუძნებული წყლისა და სანიტარული უსაფრთხოების გეგმების (WSSP) განხორციელების შესახებ.
პუბლიკაცია