+995 593 00 17 72 rurcom@gmail.com
+995 593 00 17 72 rurcom@gmail.com

უსაფრთხო სასმელი წყალი მდგრადი განვითარებისათვის

პროექტი „უსაფრთხო სასმელი წყალი მდგრადი განვითარებისათვის“  მხარდაჭერილია სლოვაკეთის რესპუბლიკის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მიერ და ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია“სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს   (RCDA) მიერ ადგილობრივ თემებთან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ხობის მუნიციპალიტეტის ორ თემში ხამისკური და ხეთა წყალ მომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და 118 ოჯახის სასმელი წყლით უზრუნველყოფა.

პროექტის სპეციფიური მიზნებია:   (i). ხამისკურში და ხეთაში ორი სასმელი წყლის სათავო ნაგებობის შეკეთება,  (ii).  3200 მეტრი წყლის მომარაგების მილების მათ შორის  2000 მეტრის ხეთაში და 1200 მეტრის ხამისკურში გამოცვლა,; (iii). სათავო ნაგებობებთან  450 მეტრის მონაკვეთზე მისავლელი გზების რეაბილიტაცია მათ შორის 250 მეტრი ხამისკურში და 200 მეტრი ხეთაში, (iv). ნარჩენი წყლების 2 სადემონსტრაციო ფილტრის აგება,  (v). სოფლის წყლის კომიტეტის ჩამოყალიბება ხეთაში და ხამისკურში,  (vi).ადგილობრივი  მთავრობის და წყლის კომიტეტის წარმომადგენლების ტრენინგი წყლის მომარაგების სისტემის მართვაში და სასმელი წყლით გამოწვევული დაავადებათა პრევენციის მიმართულებით

პროექტის სამიზნე ჯგუფებია ხობის მუნიციპალიტეტის მოწყვლადი მოსახლეობა სადაც უსფრთხო სასმელი წყლით მომარაგება ხშირად დიდი გამოწვევაა ორივე  თემში წყლის მომარაგების სისტემა სავალალო მდგომარეობაშია რაც მოწყვლადს ქმნის მოსალეობს უვსრგისი სასმელი წყლით გამოწვეული დაავადებათა მიმართ.