მზის ენერგია მდგარდი საცხოვრისისათვის
პროექტი განხორციელდა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ბორჯომის განვითარების ჯგუფთან (Borjomi LAG) და სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსთან (RCDA) თანამშრომლობით.
პროექტის მიზანი: სოფლად თემების მხარდაჭერა: დაბალ ემისიური, კლიმატ გონივრული საცხოვრისის განვითარებაში, ენერგო სიღარიბის დაძლევასა და გარემოს დეგრადაციის შემცირებაში.
პროექტის ამოცანები: (I). ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და უნარ ჩვევების გაზრდა განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაში; (II). ბორჯომის მუნიციპალიტეტის 10 თემის 20 საოჯახო მეურნეობაში მზის ფოტოვოლტური პანელების (Solar PV System) დამონტაჟება და დემონსტრირება; (III). რეკომენდაციების შემუშავება ბორჯომის მუნიციპალიტეტში განახლებადი ენერგიის წყაროების მდგრად გამოყენებაზე;
პროექტის სამიზნე ჯგუფებია: შინამეურნეობები, ახალგაზრდები, მარტოხელა ქალები, ოჯახები რომელსაც უძღვება ქალები და სოფლად მცხოვრები სხვა მოწყვლადი ჯგუფები.
პროექტის შედეგები:
- ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და უნარ ჩვევების გაზრდა განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაში
- 10 სასოფლო თემის 20 საოჯახო მეურნეობაში მზის ფოტოვოლტური პანელების (Solar PV System) დამონტაჟება
- ადგილობრივ მოსახლეობაში უნარ ჩვევების ამაღლება მზის სისტემების გამოყენებაში
- ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე დაინტერესბული მხარეების თანამშრომლობის გაუმჯობესება განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების მიმართულებით.
პროექტი განხორციელდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 10 თემში.