+995 593 00 17 72 rurcom@gmail.com
+995 593 00 17 72 rurcom@gmail.com

მდგრადი და მედეგი საცხოვრისი მოდელის განვითარება განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობით

ამერიკის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის (ELCA) და ეკლესიის მსოფლიო სამსახურის (CWS) მხარდაჭერით, სოფლად თემთა განვითრების სააგენტომ (RCDA) დაიწყო პროექტის “მდგრადი და მედეგი საცხოვრისი მოდელის განვითარება – განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობით”.
პროექტი განხორციელდა მცხეთა მთიანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ექვს თემში.
პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილების შერბილებას, ადაპტაციას და სიღარიბის დაძლევას განახლებადი ენერგიის რესურსებზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვით. განახლებადი ენერგიის რესურსების მდგრადი გამოყენების უნარ ჩვევების განვითარება ადგილობრივ თემებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები ორიენტირებული იყო კლიმატის ცვლილების ზემოქმედებისა და ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების შემცირებაზე, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენებასა და დანერგვაზე თემების დაბალ ემისიურ განვითარებაზე.
• პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ორი სადემონსტრაციო მწვანე, დაბალ ემისიური სამოდელო ფერმერული მეურნეობის/საცხოვრისის, რომელიც აღჭურვილია – საკომპოსტე ურნით, ცხოველური ნარჩენების პლატფორმით,(animal manure platform), ნარჩენების სეპარაციის დანადგარით, მზის წყლის გამაცხელებლით, ბრიკეტირების დანადგარით, ენერგო ეფექტური ღუმელებით, ხილისა და ბოსტნეულის მზის საშრობით, სახლის მზის გათბობის სისტემებით (თერმოსიფონები), ნაწვიმარი წყლის შეგროვების სისტემით, ნახმარი/ნარჩენი წყლის ფილტრით, სასმელი წყლის მზის ფილტრით, მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის ტუმბოთი, წვეთოვანი მორწყვის სისტემით, რომელიც დაკავშირებულია ნაწვიმარი წყლის შეგროვების რეზერვუართან. სამოდელო მეურნეობების განვითარებასთან ერთად გათვალისწინებულია ტრენინგები და სემინარები, დაბალი ემისიური, კლიმატ გონივრული ფერმერული/საოჯახო მეურნეობის ორგანიზების შესახებ.
• მზის წყლის გამაცხელებლები დამონტაჟდა საბავშვო ბაღებში, სასტუმრო სახლებში, სოფლების სამედიცინო პუნქტებში, საოჯახო მეურნეობებში.
• სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს (RCDA) მიერ მხარდაჭერილი მცირე ბიზნეს ჯგუფებმა უზრუნველყვეს ხილის, და ბოსტნეულის მზის საშრობების დამონტაჟებას სამიზნე თემებში. მზის საშრობები წარმოადგენს შემოსავლის გენერირების კარგ შესაძლებლობას ქალებისათვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის.
სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზებით, პროექტმა ხელი შეუწყო ადგილობრივი მოსახლეობის, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს და სამოქალაქო ჯგუფების ცნობიერების და უნარ ჩვევების ამაღლებას კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციისათვის განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების შესახებ.