პროექტის ფარგლებში „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლებაში“ , გაიმართა ქვემო ქართლის შვიდ მუნიციპალიტეტში(ბოლნისი, წალკა, თეთრიწყარო, მარნეული, გარდაბანი, დმანისი, რუსთავი) ტრენინგები „კარგი ჰიგიენისა და უსაფრთხოების პრაქტიკები მესაქონლეობის ფერმის მუშაკებისათვის“, რომელიც დაფინასნებულია Land O’Lakes Venture37-ის მიერ, ტრენინგის ორგანიზატორები არიან სოფლად თემთა განვითარების საგენტო და გლობალური კონსულტირების და განვითრების ცენტრი (GCDC) .
ტრენინგის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ ბიზნესოპერატორები და არაორგანიზებული ოჯახური წარმოების სუბიექტები, რომლებიც ეწევიან მესაქონლეობას ან/და აწარმოებენ ცხოველური წარმოშობის პირველად პროდუქტებს. ასევე, ცხოველთა ჯანმრთელობაზე, პროდუქტიულობაზე და ცხოველთა კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი პირები და დამხმარე პერსონალი.
სასწავლო კურის მიზანი: ბიზნესოპერატორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შეასწავლოს პირველადი წარმოების-მესაქონლეობის სურსათის უვნებლობასთან და შრომის უსაფრთხოების დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების მოხოვნები.
ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა მიღეს ინფორმაცია ბიზნესოპერატორად და ოჯახური წარმოების სუბიექტად რეგისტრციისათვის საჭირო მოთხოვნების, წესების და პროცედურების შესახებ. მათ შეუძლიათ საკუთარი ბიზნესის დაგეგმვისა ან/და განვითარებისათვის ყურადრება გაამახვილონ ბიზნეს ადგილის ინფრასტრუქტურაზე, პერსონალის მიერ ჰიგიენური ნორმების დაცვაზე, შეიმუშაონ რეცხვა-დეზინფექციის პროცედურები, შეარჩიონ სადეზინფექციო მასალები და უზრუნველყონ აღნიშნული მასალების უსაფრთხო შენახვა, სწორად შეარჩიონ და გამოიყენონ ვეტ.პრეპარატები და აწარმოონ ყველა საჭირო ჩანაწერი და დოკუმნეტაცია. ტრენინგის მონაწილეები ასევე გაეცნენ ფერმის მოწყობის სტრუქტურას, მეწველი ფურის კვების, ნორმირებული კვებისა და ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესებს. სადგომის წიგნაკის წარმოებას, NAITS-ს ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნულ სისტემას. მონაწილლებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების შესახებ.
ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფომრაცია ორგანული კანონის აღსრულებისა და შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ, გაეცნენ რისკების შეფასების თეორიის პრინციპებს და ზოგადი მიდგომებს, ხანძრის პროფილაქტიკასა და მისი დროული აღმოფხვრის გზებსა და მეთოდებს, ზარალის შემცირების გზებსა და ხანძრის მართვას, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებსა და ევაკუაციას.